ბოლო ათწლეულია სათხილამურო სპორტმა ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა საქართველოში, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაში. გვყავდა უამრავი საერთაშორისო დონის ქართველი მოთხილამურე სპორტსმენი. მოყვარულებმაც დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. მაგრამ ისეთი მასიური სახე, როგორიც ახლა, თხილამურებს არასდროს ქონია.

ასეთმა ინტერესმა გამოიწვია მრავალი სათხილამურო სკოლის გახსნა საქართველოში. მათ შორისაა ჩვენი '"X-TREME''-იც, რომელმაც ბინა დაბა ბაკურიანში დაიდო

"X-TREME'' 'ამართლებს სახელს და საშუალებას აძლევს მოზარდ თაობას უშუალო შეხება ჰქონდეს სპორტის ისეთ ექსტრემალურ სახეობასთან, როგორიც არის სამთო სათხილამურო სპორტი. ამაში ბავშვებს ეხმარება "X-TREME''-ის გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და საიმედო მწვრთნელების გუნდი, რომელიც დაუზარელი შრომით უზრუნველყოფს ახალბედებისათვის პირველი სწორი ნაბიჯის გადადგმას; ხოლო მათ, ვინც უკვე სრიალებს, მწვრთნელები ხელს შეუწყობენ მაქსიმალურად დახვეწონ ტექნიკა და გააუმჯობესონ უკვე მიღწეული შედეგები.

ზამთრის შეკრებების პარალელურად "X-TREME'' აწყობს არანაკლებ საინტერესო ზაფხულის სეზონს, რომელიც მოიცავს ლაშქრობებს, ექსკურსიებს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.

სპორტსკოლის შეკრებებზე ბავშვების ასაკი განსაზღვრულია : 6 დან-14 წლამდე.

"X-TREME''-ის გუნდის წევრებს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მისცა გაეთვალისწინებინათ ყველა ის აუცილებელი პირობა, რაც სავალდებულოა მოზარდების სრულფასოვანი დასვენებისა და ვარჯიშისათვის.

სპორტსკოლა შევსებულია საუკეთესო სპორტული ინვენტარით: თხილამურები, სნოუბორდი, ჯოხები, დამცავი ჩაფხუტები, კარვები, საცურაო აუზი, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა.

კომფორტული ავტობუსით თბილისიდან ბაკურიანში ჩაყვანილი ბავშვების განკარგულებაშია ახალი შენობა დიდი ეზოთი, რომელიც ერთნაირად კომფორტულია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონისთვისაც .სახლი აღჭურვილია საცხოვრებლად აუცილებელი ყველა პირობით, ეზო კი საშუალებას იძლევა სრიალისა და ლაშქრობებისაგან თავისუფალი დრო მოზარდებმა ისევ სუფთა ჰაერზე გაატარონ, ივარჯიშონ, გაერთონ და სპორტული შეჯიბრებები მოაწყონ.

ბავშვების სრულფასოვან სამჯერად კვებაზე ზრუნავენ გამოცდილი მზარეულები, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა მათ გემრიელი ოჯახური კერძები დაახვედრონ.

გარდა მოზარდების ფიზიკური წვრთნისა,"X-TREME''-ის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს მცირედი წვლილი შეიტანოს მათი ზნეობრივი აღზრდის საქმეში. შეკრებაზე მიუღებელია ერთმანეთის უპატივცემულობა, გაუტანლობა, უწესრიგობა. ფასდება ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, წესრიგი. დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვების ქცევას ბუნებაში.

მას, ვინც დაინტერესდა ჩვენი სპორტსკოლით, შეუძლიათ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი მუშაობისა და გეგმების შესახებ მიიღონ მოცემულ ვებ-გვერდზე.

 

 

 

 









copyright © 2009 ski-school.ge, inc. all rights reserved--